12/01/2010

პლასტიკატის ბოთლებით შექმნილი ნავი - სამეცნიერო მიღწევა

yoveldRiurad quCaSi, nagavsayrelebze uamrav gadayril plastmasis boTls vxedavT. rogorc wesi, plastikatis boTlebis meoradi gamoyeneba ar xdeba. plastikati msoflios ekologiur problemebs uqmnis, radgan is ar gadamuSavdeba da misi dawvisas ki haeri binZurdeba sicocxlisTvis saSiSi nivTierebebiT.
meoradi gadamuSavebis problemis mogvarebaze fiqri Dbritanelma bankirma devid de rotCildma daiwyo. miuxedavd imisa, rom is ar aris mecnieri, devidma gamoigona, SeiZleba iTqvas, rogorc samecniero, aseve teqnologiuri miRweva. man gamoigona navi, romelic Sedgeba 12,500 gadayrili da gamoyenebuli plastmasis boTlisgan. (www.newsmacne.com)

boTlebis erT navad Sesakravad gamoyenebulia sxvadasxva organuli nivTiereba, webod ki – qeSiu – Txilis erTerTi saxeoba. rotCildma da misma megobarma sanfranciskodan avstraliamde 4 Tvis ganmavlobaSi icuraves. navis teqnikuri daxvewiT misi gaumjobeseba SesaZlebelia. navis SeqmniT Seicvleba sazogadoebaSi damkvidrebuli azri, rom plastmasis boTlebs meoradi gamoyenebis funqcia ar aqvs, garda amisa, es navi ekologiis mxriv usafrTxoa da garemos ar abinZurebs.

11/29/2010

თსუ–ს მაგისტრატურის სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება შეუძლიათ მობილობის გზით

qarTuli universitetebi ucxour umaRles saswavlebelebTan TanamSromloben, awarmoeben gacvliT programebs. Tsu-s studentebisTvis yvelaze mniSvnelovania, imis gageba, ra SesaZleblobas gvaZvlevs Tbilisis saxelmwifo universiteti sazRvargareT swavlisTvis. 

gacvliTi programebi xorcieldeba bakalavriatis, magistraturis, doqtoranturis swavlebaze.  am etapze Tsu ucxoeTSi magistraturaSi swavlis gasagZeleblad gvTavazobs erazmus mundusTan TanamSromlobas. erazmus mundusis gare TanamSromlobis fanjara aris evrokavSiris saganmanaTleblo sqema, romlis mizania evrokavSirisa da samxreT kavkasiis universitetebs Soris saganmanaTleblo kuTxiT TanamSromlobis gamyareba studentTa mobilobis gziT.   
Tsu-s magistraturis studentebs swavlis gagrZeleba SeuZliaT 3 qveynis universitetSi.  holandiaSi has den boSis universitetSi. portugaliaSi viana do kastelos politeqnikur universitetsa da bulgareTSi ruses universitetSi. studentebs moeTxovebaT inglisuri enis codna.

11/17/2010

ახალი ამბების 3 სააგენტოს შეფასება

საქართველოში ახალი ამბების რამდენიმე სააგენტო ფუნქციონირებს. თუმცა 3 საინფორმაციო სააგენტოს შეფასებით შემოვიფარგლები, მათ ყველაზე მეტდა მიიქციეს ჩემი ყურადღება. ეს სააგენტოებია: ინტერპრესნიუსი,  ექსპრესნიუსი,მედიანიუსი. მიჩნეულია, რომ არგუმენტების მოყვანა სუსტიდან ძლიერისაკენ მიმართულებით უნდა მოვიყვანოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ამ წესს დავარღვევ.

ინტერპრესნიუსი ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, ხშირად განახლებადი სააგენტოა. ვებგვერდზე ყოველთვისაა მითითებული გამოყენებული წყაროები. რაც ყველაძე მთავარია სააგენტოს ელექტრონული გვერდის დიზაინი თვალისთვის ადვილად აღსაქმელია. მარტივადაა შესაძლებელია სასურველი დორის შესაბამისად ინფორმაციების მოძიება, ნიუსები კატეგორიების მიხედვითაა დაყოფილი. ვებგვერდს აქვს საკმადო ვრცელი არქივი. გარდა ამისა საიტზე დევს სიახლეები ვალუტის კურისის შესახებ, ამინდი, აფიშა, ჰოროსკოპი. საინტერესოდაა განთავსებული რეკლამებიც.

ექსპრესნიუსი შედარებით ახლად დაარსებული სააგენტოა. ზოგიერთი ხარვეზი სწორედ ამის გამო აქვს. საიტის ფერი წითელი, ისიც წითელი, თვალშისაცემი და ლამაზია. ნიუსების განლაგებაც მოსაწონია. თუმცა ნიუსების კატეგორიებად დაყოფა ძნელად შესამჩნევია. ჯობდა სიგრძეზე ყოფილიყო განლაგებული. ტექსტში გრამატიკული შეცდომები აქაც გვხვდება. მაგალითად, პირველივე ქვედანაყოში გვხვდება: "ჩვენს შესახებ", უნდა ეწეროს ჩვენ შსახებ. ექსპრესნიუსის საიტზე ბევრი აუდიო მასალა დევს, რაც საიტის მნახველებს უფორ მეტად მოიზიდავს. წყაროებიც მითითებულია, რაც ინფორმაციას უფრო მეტად სანდოს ხდის.

მედინიანიუსი ხშირად განახლებადი საიტია. საიტი წითელი ფერითაა გაფორმებული,ამ მხრივ ექსპრესნიუსი და მედიანიუსი ერთმანეთს გავს, თუმცა ექსპრესნიუსის დიზაინი უფრო მეტად მოსაწონია. ნიუსების განლაგება ძნელად აღსაქმელია. ტექსტებში გრამატიკული შეცდომები გვხვდება. პირველივე ქვედანაყოში წერია "ჩვენს შესახებ", რაც არასწორია, უნდა იყოს ჩვენ შესახებ. უარყოფითი მხარეების მიუხედავად ძალიან ბევრი რეკლამაა განთავსებული.

10/25/2010

შეშლილი საზოგადოება ყვითელ ავტობუსში

19/10/2010


ყველა და ყველაფერი შეიშალა...


რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტის მე–კორპუსთან გაჩერებაზე ვიდექი. 39 ნომერ ავტობუსს ვუცდიდი, როგორც ყოველთვის, მაგარმ ახლა იმ განსხავებით, რომ აქმდე ''71" ნომერი ავტობუსიც დადიოდა ჩემს სახლამდე, ახლა კი მხოლოდ ''39''. ''71'' აღარ არსებობს, ''გარდაიცვალა".

დიდი ლოდინის შემდეგ ''39''–ც გამოჩნდა. ვხედავ, ავტობუსში მგზავრები კარებზეა გაკრული და შეშფოთებული სახებით იყურებიან. ავტობუსში როგორ ავედი, არც მახსოვს, (თუ ასვლა ჰქვია ამას). ჰაერის ნასახი არაა. ამგვარ სიტუაციაში სულ მეცინება ხოლმე, თან ხმამაღლა ვხარხარებ ხოლმე, ვერ ვიკავებ გაცინების უსაზღვრო წყურვილს. სიცილი დაძაბულობას მიხსნის.

ავტობუსში აქეთ–იქიდან გაბოროტებული ადამიანების მზერა კიდევ უფორ მაძლევს გაცინების საბაბს. ''რა დროს ბილეთის აღებაა, ვერ ხედავ ძლივს ვდგავარ''– წამოიძახა ერთმა კაცმა. ერთერთი ქალიც გამოეხმაურა: ''მეტი არ მინდა, ახლა კონტროლიორი ამოვიდეს და ბილეთი მომთხოვოს, ნახავთ თქვენ რა დღეში ჩავაგდებ."  სანახაობით მოწყურებულმა ახალგაზრდამ კი ღიმილიანი სახით უპასუხა: ქალბატონო, სამწუხაროდ კონტროლიორი აქ ვერ ამოვა, ავტობუსში ადგილი აღარაა დარჩენილი.''

დიალოგების მოსმენაში დრო უაზროდ გაიწელა. ჩოჩქოლის ხმამ ფიქრი შემაწყვეტინა. შუახნის ქალმა გონება დაკარგა. გვერდით მდგომმა კაცმა ხელი შეაშველა, რომ ავადმყოფი ძირს რ დაცემულიყო. ამავე დროს ერთ ქალს სთხოვა, მიხმარებოდა, მან კი უპასუხა, ხელს ვერ მოვკიდებო. დიდი ხვეწნა–მუდარის შემდეგ, როგორც იქნა დაითანხმა.

მძღოლს დავუძახე ავტობუსი გააჩერემეთქი. კარი გაიღებოდა და ავადმყოფი ჰაერს მაინც ისუნთქებდა. უცბად ვიღაც ქალი მომიბრუნდა და ცუდად ვინც გახდა იმაზე მეუბნება, ავტობუსის გაჩერება მას ვერ უშველის, რაღაც კრონიკული ავადმყოფობა ექნება მას. მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა.

...ავტობუსი გაჩერდა. ქალი მოასულიერეს.  ის რამდენიმე გაჩერების შემდეგ ავტობუსიდან ჩავიდა. ამის შემდეგ დაიწყო მთელი ისტორია. გაიმართა პოლემიკა,  რატომ გახდა ქალბატონი ცუდად. გამოტანეს დასკვნა–ქრონიკულად იყო ავად. (არგუმენტები თვითონ მგზავრებმა ერთმანეთში საუბრისას მოიტანეს).

ყველა და ყველაფერი შეიშალა.

10/12/2010

ჩემ შესახებ + შოკოლადის ნაყინი

ბანალური იქნება, რომ წერა დავიწყო, ჩემი მოკლე ბიოგრაფიით. მაგრამ, ფაქტობრივად, ბანალური არც იქნება, რადგან ის კონკრეტულად ერთი ადამიანის, ამ შემთხევაში ჩემი, თამუნა ნარინდოშვილის ბიოგრაფია იქნება და არა სხვისი მსგავსი. ვსწავლობ თსუ–ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მაინორად  სოციოლოგია მაქვს არჩეული. მგონი, ამის მოყოლა საკმარისია ბიოგრაფიული მონაცემებისთვის. (რატომ ავიკივიატე ეს სიტყვა–ბიოგრაფია, რამდენიმე ტავტოლოგია გამოდის, მაგრამ არ შევცვლი, იყოს რას მიშავებს)
 ....აი ამ წუთას ძალიან მინდა შოკოლადის ნაყინი.

შოკოლადის ნაყინმა გამახსენა გაბრიელ გარსია მარკესის ბოლოსიტყვა: "... რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს." მაგრამ რა დროს ნაყინზე ფიქრია, ლექციაზე ვზივარ და ჩემ შესახებ ინფორმაცია უნდა დავწერო. მე კი გადავწყვიტე, რომ ამ ლექციაზე რაც ვიფიქრე, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის ის დამეწერა. ახლა რუსულის გაკვეთილზე ვარ წასასვლელი, შემდეგ ისევ უნივერსიტეტში უნდა დავბრუნდე, ლექცია მაქვს, რასაკვირველია. ყველაზე მეტად კი ის მაფიქრებს,  რომ გარეთ მეგობარი მელოდება, რამდენიმე დღის განმავლობაში არ მინახავს და მასთან ლაპარაკი მინდა.

სასაცილოა, მაგრამ ყოველ ნახევარ წუთში ერთხელ საათს ვუყურებ, თითქოს ნახევარ წუთში დიდი დრო გადის:D:D  მაგრამ მე მინდა , რომ  დრო სწრაფად გადიოდეს. მინდა,რომ ქარიან ამინდში ცივი მზის სხივებთან ერთად შოლოლადის ნაყინს გემო გავუსინჯო.