საქართველოში ახალი ამბების რამდენიმე სააგენტო ფუნქციონირებს. თუმცა 3 საინფორმაციო სააგენტოს შეფასებით შემოვიფარგლები, მათ ყველაზე მეტდა მიიქციეს ჩემი ყურადღება. ეს სააგენტოებია: ინტერპრესნიუსი, ექსპრესნიუსი,მედიანიუსი. მიჩნეულია, რომ არგუმენტების მოყვანა სუსტიდან ძლიერისაკენ მიმართულებით უნდა მოვიყვანოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ამ წესს დავარღვევ.
ინტერპრესნიუსი ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, ხშირად განახლებადი სააგენტოა. ვებგვერდზე ყოველთვისაა მითითებული გამოყენებული წყაროები. რაც ყველაძე მთავარია სააგენტოს ელექტრონული გვერდის დიზაინი თვალისთვის ადვილად აღსაქმელია. მარტივადაა შესაძლებელია სასურველი დორის შესაბამისად ინფორმაციების მოძიება, ნიუსები კატეგორიების მიხედვითაა დაყოფილი. ვებგვერდს აქვს საკმადო ვრცელი არქივი. გარდა ამისა საიტზე დევს სიახლეები ვალუტის კურისის შესახებ, ამინდი, აფიშა, ჰოროსკოპი. საინტერესოდაა განთავსებული რეკლამებიც.
ექსპრესნიუსი შედარებით ახლად დაარსებული სააგენტოა. ზოგიერთი ხარვეზი სწორედ ამის გამო აქვს. საიტის ფერი წითელი, ისიც წითელი, თვალშისაცემი და ლამაზია. ნიუსების განლაგებაც მოსაწონია. თუმცა ნიუსების კატეგორიებად დაყოფა ძნელად შესამჩნევია. ჯობდა სიგრძეზე ყოფილიყო განლაგებული. ტექსტში გრამატიკული შეცდომები აქაც გვხვდება. მაგალითად, პირველივე ქვედანაყოში გვხვდება: "ჩვენს შესახებ", უნდა ეწეროს ჩვენ შსახებ. ექსპრესნიუსის საიტზე ბევრი აუდიო მასალა დევს, რაც საიტის მნახველებს უფორ მეტად მოიზიდავს. წყაროებიც მითითებულია, რაც ინფორმაციას უფრო მეტად სანდოს ხდის.
მედინიანიუსი ხშირად განახლებადი საიტია. საიტი წითელი ფერითაა გაფორმებული,ამ მხრივ ექსპრესნიუსი და მედიანიუსი ერთმანეთს გავს, თუმცა ექსპრესნიუსის დიზაინი უფრო მეტად მოსაწონია. ნიუსების განლაგება ძნელად აღსაქმელია. ტექსტებში გრამატიკული შეცდომები გვხვდება. პირველივე ქვედანაყოში წერია "ჩვენს შესახებ", რაც არასწორია, უნდა იყოს ჩვენ შესახებ. უარყოფითი მხარეების მიუხედავად ძალიან ბევრი რეკლამაა განთავსებული.


No comments:
Post a Comment