ბანალური იქნება, რომ წერა დავიწყო, ჩემი მოკლე ბიოგრაფიით. მაგრამ, ფაქტობრივად, ბანალური არც იქნება, რადგან ის კონკრეტულად ერთი ადამიანის, ამ შემთხევაში ჩემი, თამუნა ნარინდოშვილის ბიოგრაფია იქნება და არა სხვისი მსგავსი. ვსწავლობ თსუ–ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მაინორად სოციოლოგია მაქვს არჩეული. მგონი, ამის მოყოლა საკმარისია ბიოგრაფიული მონაცემებისთვის. (რატომ ავიკივიატე ეს სიტყვა–ბიოგრაფია, რამდენიმე ტავტოლოგია გამოდის, მაგრამ არ შევცვლი, იყოს რას მიშავებს)
....აი ამ წუთას ძალიან მინდა შოკოლადის ნაყინი.
შოკოლადის ნაყინმა გამახსენა გაბრიელ გარსია მარკესის ბოლოსიტყვა: "... რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს." მაგრამ რა დროს ნაყინზე ფიქრია, ლექციაზე ვზივარ და ჩემ შესახებ ინფორმაცია უნდა დავწერო. მე კი გადავწყვიტე, რომ ამ ლექციაზე რაც ვიფიქრე, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის ის დამეწერა. ახლა რუსულის გაკვეთილზე ვარ წასასვლელი, შემდეგ ისევ უნივერსიტეტში უნდა დავბრუნდე, ლექცია მაქვს, რასაკვირველია. ყველაზე მეტად კი ის მაფიქრებს, რომ გარეთ მეგობარი მელოდება, რამდენიმე დღის განმავლობაში არ მინახავს და მასთან ლაპარაკი მინდა.

სასაცილოა, მაგრამ ყოველ ნახევარ წუთში ერთხელ საათს ვუყურებ, თითქოს ნახევარ წუთში დიდი დრო გადის:D:D მაგრამ მე მინდა , რომ დრო სწრაფად გადიოდეს. მინდა,რომ ქარიან ამინდში ცივი მზის სხივებთან ერთად შოლოლადის ნაყინს გემო გავუსინჯო.

No comments:
Post a Comment