19/10/2010
ყველა და ყველაფერი შეიშალა...
რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტის მე–კორპუსთან გაჩერებაზე ვიდექი. 39 ნომერ ავტობუსს ვუცდიდი, როგორც ყოველთვის, მაგარმ ახლა იმ განსხავებით, რომ აქმდე ''71" ნომერი ავტობუსიც დადიოდა ჩემს სახლამდე, ახლა კი მხოლოდ ''39''. ''71'' აღარ არსებობს, ''გარდაიცვალა". 

დიდი ლოდინის შემდეგ ''39''–ც გამოჩნდა. ვხედავ, ავტობუსში მგზავრები კარებზეა გაკრული და შეშფოთებული სახებით იყურებიან. ავტობუსში როგორ ავედი, არც მახსოვს, (თუ ასვლა ჰქვია ამას). ჰაერის ნასახი არაა. ამგვარ სიტუაციაში სულ მეცინება ხოლმე, თან ხმამაღლა ვხარხარებ ხოლმე, ვერ ვიკავებ გაცინების უსაზღვრო წყურვილს. სიცილი დაძაბულობას მიხსნის.
ავტობუსში აქეთ–იქიდან გაბოროტებული ადამიანების მზერა კიდევ უფორ მაძლევს გაცინების საბაბს. ''რა დროს ბილეთის აღებაა, ვერ ხედავ ძლივს ვდგავარ''– წამოიძახა ერთმა კაცმა. ერთერთი ქალიც გამოეხმაურა: ''მეტი არ მინდა, ახლა კონტროლიორი ამოვიდეს და ბილეთი მომთხოვოს, ნახავთ თქვენ რა დღეში ჩავაგდებ." სანახაობით მოწყურებულმა ახალგაზრდამ კი ღიმილიანი სახით უპასუხა: ქალბატონო, სამწუხაროდ კონტროლიორი აქ ვერ ამოვა, ავტობუსში ადგილი აღარაა დარჩენილი.''
დიალოგების მოსმენაში დრო უაზროდ გაიწელა. ჩოჩქოლის ხმამ ფიქრი შემაწყვეტინა. შუახნის ქალმა გონება დაკარგა. გვერდით მდგომმა კაცმა ხელი შეაშველა, რომ ავადმყოფი ძირს რ დაცემულიყო. ამავე დროს ერთ ქალს სთხოვა, მიხმარებოდა, მან კი უპასუხა, ხელს ვერ მოვკიდებო. დიდი ხვეწნა–მუდარის შემდეგ, როგორც იქნა დაითანხმა.
მძღოლს დავუძახე ავტობუსი გააჩერემეთქი. კარი გაიღებოდა და ავადმყოფი ჰაერს მაინც ისუნთქებდა. უცბად ვიღაც ქალი მომიბრუნდა და ცუდად ვინც გახდა იმაზე მეუბნება, ავტობუსის გაჩერება მას ვერ უშველის, რაღაც კრონიკული ავადმყოფობა ექნება მას. მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა.
...ავტობუსი გაჩერდა. ქალი მოასულიერეს. ის რამდენიმე გაჩერების შემდეგ ავტობუსიდან ჩავიდა. ამის შემდეგ დაიწყო მთელი ისტორია. გაიმართა პოლემიკა, რატომ გახდა ქალბატონი ცუდად. გამოტანეს დასკვნა–ქრონიკულად იყო ავად. (არგუმენტები თვითონ მგზავრებმა ერთმანეთში საუბრისას მოიტანეს).
ყველა და ყველაფერი შეიშალა.
No comments:
Post a Comment